სერგეი რიაბკოვი: ეუთოს სხდომაზე ლავროვი-ბლინკენის მოლაპარაკება არ გაიმართება

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს შეხვედრა არ შედგება ჩრდილოეთ მაკედონიაში ამ კვირაში, იტყობინება 27 ნოემბერს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “ტასს-ი,” რომელსაც მოჰყავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის სიტყვები.
ვაშინგტონს არ მოუთხოვია შეხვედრა და “შეხვედრაც არ იქნება”, განაცხადა რიაბკოვმა. Reuters-ი იტყობინებოდა, რომ ლავროვმა ადრე განაცხადა, რომ ის მიიღებს მონაწილეობას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შეხვედრაში თუ ბულგარეთი რუსეთის დელეგაციას თავის საჰაერო სივრცეს გაუხსნის.
მან ასევე თქვა, რომ დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ ითხოვა მასთან შეხვედრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე თბილისის პროკურატურაში, გამოკითხვაზე იმყოფება – ის სავარაუდოდ, 2019 წლის 20 ივნისის აქციის საქმესთან დაკავშირებით იკითხება

გია ვოლსკი – EPP-იმ რეზოლუცია მიიღოო ისე წერენ, თითქოს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რაღაც რეზოლუცია, მავნებლობის სხვა ფორმაა ეს, „ნოუჰაუ“ – გიგი წერეთელი თინა ბოკუჩავად და ლევან ხაბეიშვილად გადაიქცა