სერგეი რიაბკოვი – ევროკავშირისა და ნატო-ზე თავდასხმას არ ვაპირებთ, ქვეყნისთვის მიწერილ „დამპყრობლის“ მიზნებს არ მისდევს, თუმცა ევროპის ქვეყნების მტრული მოქმედებების გამო რუსეთსა და ნატო-ს შორის დაპირისპირების მნიშვნელოვანი რისკები რჩება

რუსეთი მზად არის, სამართლებრივად დააფიქსიროს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ზე თავდასხმას არ აპირებს. შესაბამისი განცხადება ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმას ნამდვილად არ ვაპირებთ. რუსეთი ჩვენი ქვეყნისთვის მიწერილ „დამპყრობლის“ მიზნებს არ მისდევს. თუმცა, -ის მიერ რუსეთის მიმართ დემონსტრირებული დაბალანსებული პოლიტიკის მიუხედავად, ევროპის ქვეყნების მტრული მოქმედებების გამო რუსეთსა და ნატო-ს შორის დაპირისპირების მნიშვნელოვანი რისკები რჩება“, – განაცხადა რიაბკოვმა.
ასევე, მისი თქმით, სთან დაკავშირებით რუსეთს -სთან სერიოზული კითხვები კვლავ რჩება.
„ახლახან გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში პირდაპირ არის დასმული საკითხი, რომ ნატო-ს უსაზღვროდ გაფართოება მიზანშეწონილი არ არის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკულ მხარესთან სერიოზული კითხვები კვლავ არ გვაქვს, მათ შორის უკრაინის კონტექსტში. მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.