სერგეი რიაბკოვი – ევროკავშირისა და ნატო-ზე თავდასხმას არ ვაპირებთ, თუმცა ევროპის ქვეყნების მტრული მოქმედებების გამო რუსეთსა და ნატო-ს შორის დაპირისპირების მნიშვნელოვანი რისკები რჩება

მზად არის, სამართლებრივად დააფიქსიროს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ზე თავდასხმას არ აპირებს. შესაბამისი განცხადება ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმას ნამდვილად არ ვაპირებთ. რუსეთი ჩვენი ქვეყნისთვის მიწერილ „დამპყრობლის“ მიზნებს არ მისდევს. თუმცა, -ის მიერ რუსეთის მიმართ დემონსტრირებული დაბალანსებული პოლიტიკის მიუხედავად, ევროპის ქვეყნების მტრული მოქმედებების გამო რუსეთსა და ნატო-ს შორის დაპირისპირების მნიშვნელოვანი რისკები რჩება“, – განაცხადა რიაბკოვმა.
ასევე, მისი თქმით, სთან დაკავშირებით რუსეთს -სთან სერიოზული კითხვები კვლავ რჩება.
„ახლახან გამოქვეყნებულ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში პირდაპირ არის დასმული საკითხი, რომ ნატო-ს უსაზღვროდ გაფართოება მიზანშეწონილი არ არის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკულ მხარესთან სერიოზული კითხვები კვლავ არ გვაქვს, მათ შორის უკრაინის კონტექსტში. მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კიდევ კაი, ამ ქვეყანაში კანონი ყველასთვის ერთნაირი რომაა, კიდევ კაი, თორემ, ხომ გავუბოლებდი მეც კაბინეტში, მაგრამ არა, კანონი ყველასთვისაა და მე ყველა არ ვარ, ყველა არის გიზო და მისი საძმაკაცო, ალბათ…