სერგეი რიაბკოვი – აშშ-სთან დიალოგისთვის მზად ვართ

აშშ-სთან დიალოგისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ ს ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„ტრამპის გუნდი, მიუხედავად მისი და მისი ხალხის მიერ გაცხადებული ურთიერთგამომრიცხავი პოზიციისა, რუსეთთან დიალოგის განახლების ინტერესს მაინც იჩენს. ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ, მათ შორის მზად ვართ უკრაინის საკითხის განხილვისთვის, მაგრამ მხოლოდ თანაბარ, ორმხრივად მისაღებ საფუძველზე“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.
მისი თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უმაღლეს დონეზე კონტაქტების შესახებ ჯერჯერობით შეთანხმება არ მომხდარა.
„საკომუნიკაციო ხაზები არსებობს. მეორე საკითხია, რომ უმაღლეს დონეზე არანაირი შეთანხმება არ არის. ეს სავსებით შესაძლებელია და ჩვენი მხრიდან მზადყოფნა არსებობს“, – აღნიშნა რიაბკოვმა.
ცნობისთვის, შაბათს -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ში ომის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – ელენე ხოშტარიას ნაბიჯი აღქმული უნდა იყოს იმგვარად, რომ რეჟიმთან ბრძოლაში უკან დახევა აღარ არსებობს – ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე საუბარი ღალატია, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე