ნატო-ს რუსეთთან ომისთვის რესურსების სწრაფად მომზადება სურს, ერთადერთი საშუალება, რისი შეთავაზებაც მაკრონებსა და მერცებს ევროპული ქვეყნებისთვის შეუძლიათ, არის რუსოფობია და ევროპული სამხედრო პოტენციალის დაჩქარებული ზრდა რუსეთთან ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის მიზნით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.
„ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმოების მრავალჯერადი ზრდის პროცესი დაიწყო. მობილიზაციის ზომების შემუშავება მოსკოვის მხრიდან გარდაუვალი აგრესიის შესახებ პროპაგანდით მოსახლეობის ზომბირება რეგულარულ პრაქტიკად იქცა“, – აღნიშნა ნარიშკინმა.
მისი მტკიცებით, ნატო-ს ევროპელმა მოკავშირეებმა არ იციან, სად იპოვონ ადამიანები, რომლებსაც აქვთ საჭირო ფიზიკური, გონებრივი და ფსიქოლოგიური მომზადება.
„ბრიუსელს, პარიზს და ბერლინს ასევე არ აქვთ ნდობა, რომ რუსეთთან ომის დაწყების შემთხვევაში, ვაშინგტონი შეასრულებს ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლით დაკისრებულ ვალდებულებებს. ამის გარეშე კი, როგორც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური აღიარებს, ჩვენს ქვეყანაზე სტრატეგიული უპირატესობის მიღწევის ნებისმიერი იმედი – ვციტირებ – „ილუზორულია“, – განაცხადა ნარიშკინმა.
მისი მტკიცებით, ნატო-ს წევრ ქვეყნებს კონტინენტზე უსაფრთხოების შენარჩუნების გრძელვადიანი გეგმები არ გააჩნიათ და ამ ქვეყნების სამინისტროებში პესიმიზმი სუფევს.
„ერთადერთი საშუალება, რისი შეთავაზებაც მაკრონებსა და მერცებს, რომ არაფერი ვთქვათ კალასის მსგავსი ადამიანებზე, ევროპული ერებისთვის შეუძლიათ, არის რუსოფობია და ევროპული სამხედრო პოტენციალის დაჩქარებული ზრდა რუსეთთან ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის მიზნით“, – აღნიშნა ნარიშკინმა.




