CIA-ის დირექტორთან მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად ვართ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.
სერგეი ნარიშკინის განცხადებით, თუ აშშ-ის მხრიდან ინტერესი იქნება, მაშინ მზად არის აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ახალ დირექტორს, ჯონ რატკლიფს შეხვდეს.
„ჩვენ მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად ვართ“, – აღნიშნა ნარიშკინმა.
ცნობისთვის, ჯონ რეტკლიფი აშშ-ის სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 23 იანვარს, 74 ხმით 25-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.