სერგეი ლავროვმა ჩინელ კოლეგას უკრაინის მშვიდობის სამიტში მონაწილეობაზე პეკინის უარის გამო მადლობა გადაუხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჩინელ კოლეგას ვან ის მადლობა გადაუხადა პეკინის გადაწყვეტილების გამო, არ გაგზავნოს თავისი წარმომადგენლები შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტში მონაწილეობის მისაღებად. ინფორმაციას ს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ლავროვმა მადლობა გადაუხადა ჩინელ პარტნიორებს უკრაინის ირგვლივ არსებულ კრიზისთან დაკავშირებით დაბალანსებული და თანმიმდევრული პოზიციისთვის, რომლის მიხედვითაც პეკინმა გადაწყვიტა არ გაეგზავნა თავისი წარმომადგენლები შვეიცარიაში დაგეგმილ „მშვიდობის კონფერენციაზე“, რომელიც არ გულისხმობს რუსეთის თანაბარუფლებიან მონაწილეობას და ყველა სამშვიდობო ინიციატივისა და მიმდინარე რეალობის სამართლიან გათვალისწინებას“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.
რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა BRICS-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს ფარგლებში გამართეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად