ეუთო უფსკრულის პირას არის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთო-ს მინისტერიალის გახსნით შეხვედრაზე განაცხადა.
„მოდით, ვაღიაროთ, რომ ორგანიზაცია უფსკრულის პირას არის. ჩნდება მარტივი კითხვა: აქვს თუ არა აზრი მისი გაცოცხლებისთვის ძალების მობილიზებას“, – განაცხადა ლავროვმა.
„ეუთო არსებითად ნატო-სა და ევროკავშირის დანართად იქცევა“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლის შემდეგ ლავროვმა დარბაზი მალევე დატოვა და სხვა წარმომადგენლებს არ მოუსმინა.