სერგეი ლავროვი 24 თებერვალს თურქეთში ჩავა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ორშაბათს, 24 თებერვალს თურქეთში ჩავა. ინფორმაციას გამოცემა Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გამოცემას ეუბნება, შეხვედრაზე მხარეები “დიპლომატიური გზებით გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაზე, სა და ამერიკის მოლაპარაკებებზე, ასევე ამ პროცესში ანკარას როლზე” ისაუბრებენ.
ანონიმური წყარო ასევე აცხადებს, რომ NATO-ს წევრი თურქეთი, რომელიც სა და რუსეთს შორის საწყის მოლაპარაკებებს მასპინძლობდა, 2022 წელს ომის დაწყებიდან თვეების შემდეგ, “მზადაა, იკისროს ეს როლი მომავალ პერიოდში”.