სერგეი ლავროვი – ცოტა ხნის წინ „კინაღამ მოვკალით“, შემდეგ კი ეს სისულელე თავად ევროკავშირის წარმომადგენლებმა უარყვეს

ცოტა ხნის წინ „კინაღამ მოვკალით“ – თქვეს, რომ რუსეთმა GPS „გამორთო“, შემდეგ კი ეს სისულელე თავად ევროკავშირის წარმომადგენლებმა უარყვეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ცოტა ხნის წინ ურსულა ფონ დერ ლაიენი „კინაღამ მოვკალით“, როდესაც ის თვითმფრინავით თუ ვერტმფრენით სხვადასხვა ქვეყანაში დაფრინავდა, რათა ისინი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განეწყო. უცებ თქვეს, რომ რუსეთმა GPS „გამორთო“ და თვითმფრინავი ან ვერტმფრენი შეიძლება ჩამოვარდნილიყო. შემდეგ კი ეს სისულელე თავად ევროკავშირის წარმომადგენლებმა უარყვეს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას Financial Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავი, ბულგარეთის აეროპორტში ქაღალდის რუკების გამოყენებით დაეშვა. ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან ჩარევის შედეგად აეროპორტში GPS ნავიგაციის სერვისების გათიშვა გახდა.
მოგვიანებით, მომხდარის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ევროკომისიის პრესსპიკერმაც დაადასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან