სერგეი ლავროვი – ს, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ს ტერიტორიებად აღიარება აუცილებელია

ყირიმის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების რუსულ ტერიტორიებად აღიარება უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების აუცილებელი პირობაა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბრაზილიურ გამოცემა O Globo-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ს, სევასტოპოლის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის საკუთრებად საერთაშორისო აღიარება აუცილებელია“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, ს ყველა ვალდებულება უნდა იყოს იურიდიულად უზრუნველყოფილი, ჰქონდეს აღსრულების მექანიზმები და იყოს უვადო.
ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით კარგად არის ცნობილი.
„გამოვდივართ იქიდან, რომ ს ნატოში არ გაწევრიანება, მისი ნეიტრალური და არაალიანსური სტატუსის დადასტურება უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის 1990 წლის დეკლარაციის შესაბამისად, უკრაინის კრიზისის საბოლოო მოგვარების ორი საფუძვლიდან ერთ-ერთია, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს შეესაბამება. მეორე არის კიევში 2014 წლის თებერვლის პუტჩის შედეგად ჩამოყალიბებული ნეონაცისტური რეჟიმის მმართველობის შედეგების დაძლევა, მათ შორის მისი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს ყველაფერი რუსულის – ენის, მედიის, კულტურის, ტრადიციების, კანონიკური მართლმადიდებლობის – საკანონმდებლო და ფიზიკური განადგურებას“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ