სერგეი ლავროვი – უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. სამშვიდობოები ფაქტობრივად საოკუპაციო ძალები იქნებიან და რუსი სამხედროებისთვის ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან

უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. სამშვიდობოები ფაქტობრივად საოკუპაციო ძალები იქნებიან და რუსი სამხედროებისთვის ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დიპლომატებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ევროპა ე.წ. სამშვიდობოების, ფაქტობრივად კი, საოკუპაციო ძალების შექმნას განიხილავს, ასევე საუბრობენ უკრაინის თავზე მფრინავი ობიექტების ჩამოგდების, ფრენების აკრძალვისა და საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ. ევროპა ში თავისი კონტინგენტების გაგზავნასაც განიხილავს, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვით, ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად ჩაითვლებიან“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ასევე, ლავროვის თქმით, „ „ომის პარტიის“ პოზიციებზე დაყრდნობით მოქმედებს“.
„ევროპაში, ასევე ამერიკაში, არიან პოლიტიკოსები, განსაკუთრებით კი კონგრესში, რომლებიც ამ პარტიას მიეკუთვნებიან“, – აღნიშნა ს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს