სერგეი ლავროვი – და მისი ევროპელი მეპატრონეები ისტერიკაში ვარდებიან და რუსეთს სამოქალაქო ობიექტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში ადანაშაულებენ, მაგრამ რუსეთის არმია ასე არასდროს მოქმედებს

უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს არ ახორციელებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დიპლომატებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ყოველ ჯერზე, როდესაც და მისი ევროპელი მეპატრონეები ისტერიკაში ვარდებიან, რუსეთს სამოქალაქო ობიექტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში ადანაშაულებენ და ჩვენ ვხედავთ, რომ გაერო მსგავს განცხადებებს მხარს უჭერს და დასავლეთთან და უკრაინასთან ერთად რუსეთის დასჯას მოითხოვს. რუსეთის არმია ასე არასდროს მოქმედებს და მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს არ ახორციელებს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, „ ცდილობს, რომ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით -ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკას ხელი შეუშალოს“.
„ვხედავთ, რომ ვაშინგტონში ახალი ადმინისტრაცია ხვდება კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობას, მისი ძირეული მიზეზების აღიარებით და ამ მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომების მიღებით. ასევე, ვხედავთ იმას, თუ როგორ ცდილობს -ის ადმინისტრაციას ხელი შეუშალოს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუსული მედიის ცნობით, დიპლომატებთან შეხვედრის მთავარ თემას „უკრაინის კრიზისი – გაეროს წესდების მიზნების და პრინციპების დაცვა“ წარმოადგენს და მასში 100-ზე მეტი ქვეყნის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი მონაწილეობს.