სერგეი ლავროვი – უკრაინაში ნატო-ს ჯარების ნებისმიერი დროშის ქვეშ განლაგება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს – ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით

უკრაინაში ნატო-ს ჯარების ნებისმიერი დროშის ქვეშ განლაგება სთვის საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარების განლაგებას „არავითარ შემთხვევაში“ არ დათანხმდება.
„არავითარ შემთხვევაში! ჩვენ ამის შესახებ არავინ გვესაუბრება. როდესაც -ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სამშვიდობოების შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია ამის განხილვა, მაგრამ ეს ჩვეულებრივ ყველა მხარის თანხმობას მოითხოვს. რატომ უნდა დავთანხმდეთ სამშვიდობო ძალებს ან ნებისმიერ სამშვიდობო ჯგუფს? მათ სურთ, რომ ასეთი ძალა იმ ქვეყნებისგან შედგებოდეს, რომლებმაც მტრად გამოგვაცხადეს. ისინი იქ ისე ჩავლენ, როგორც სამშვიდობოები?!“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, „დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ომს უკრაინელების მეშვეობით აწარმოებს“.
„თუ ნატო-ს გაფართოება ერთი-ერთი ძირითადი მიზეზია, ყოველ შემთხვევაში, ტრამპი ამას აღიარებს, მაშინ ნატო-ს ჯარების იქ ყოფნა, ნებისმიერი დროშის ქვეშ, ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ იცის, „თუ როგორ არ წავიდეს კომპრომისებზე“.
„ამ კონკრეტული კრიზისის კონტექსტში, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ კომპრომისები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის“, – განაცხადა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს