სერგეი ლავროვი: სწორად თუ გავიგე, ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ თავიდანვე იგულისხმებოდა უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოების დაფინანსება, გერმანიის პირდაპირი ჩართულობა ამ ომში უკვე აშკარაა

სწორად თუ გავიგე, ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ თავიდანვე იგულისხმებოდა უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოების დაფინანსება, გერმანიის პირდაპირი ჩართულობა ამ ომში უკვე აშკარაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის თქმით, გადაამოწმებს ინფორმაციას გერმანიის მიერ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედ იარაღზე მოქმედი შეზღუდვის მოხსნის შესახებ.

„თუ სწორად გავიგე ის, რაც წავიკითხე, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თავიდანვე იგულისხმებოდა სწორედ უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოების დაფინანსება. გერმანული რაკეტების მიწოდების შესახებ საუბარი არ არის. ამის გადამოწმება საჭიროა. გერმანიის პირდაპირი ჩართულობა ამ ომში უკვე აშკარაა. იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყნის პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები საბოლოოდ გამოიტანენ სწორ დასკვნას და შეწყვეტენ ამ სიგიჟეს“,- აღნიშნა ლავროვმა.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი იარაღის, მათ შორის უპილოტო აპარატების წარმოებაში ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, რადიუსის შეზღუდვა არ იქნება და ეს უკრაინას საშუალებას მისცემს, სრულად დაიცვას თავი, მათ შორის საკუთარი ტერიტორიის გარეთ მდებარე სამხედრო სამიზნეებისგან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჟრიამულის საფუძველი არავის აქვს! – მივმართავ „ოცნების“ ამომრჩეველს: ერთადერთი, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ არაადეკვატურობის გაჩერება, თქვენ ხართ!

ვოლოდიმირ ზელენსკი: გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პირველი შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონების გამოყენება დაიწყო, მათ თავად ირანელი ოპერატორები უშვებდნენ. ისინი იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ადგილზე გაეწვრთნათ რუსი სამხედროები