სერგეი ლავროვი – სომხურ სამოციქულო ეკლესიაზე თავდასხმა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

სომხეთში განვითარებული მოვლენები ქვეყნის შიდა საკითხია, თუმცა ეკლესიაზე თავდასხმა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ეს ჩვენი მეზობლების საშინაო საქმეა, მაგრამ, რა თქმა უნდა, კანონიკური ათასწლიანი სომხური სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ თავდასხმა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ეკლესია ყოველთვის იყო სომხური საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და ჩვენ არ გვსურს, რომ ეს ეკლესია გაუმართლებელი თავდასხმების ობიექტი გახდეს ყოველგვარი სერიოზული საფუძვლის გარეშე“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი მტკიცებით, დაინტერესებულია, რომ არსებული სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს სომხეთის კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების სრული პატივისცემის საფუძველზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება