სერგეი ლავროვი – რუსეთი შეწყვეტს სამხედრო მოქმედებებს უკრაინაში, როცა მოლაპარაკების შედეგი მისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება

რუსეთის ფედერაცია მზად არის უკრაინაზე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ შეაჩერებს სამხედრო მოქმედებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შედეგი რუსულ მხარეს დააკმაყოფილებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მზად ვართ ვისაუბროთ როგორც უკრაინასთან, ასევე ევროპასთან, ნებისმიერ წარმომადგენელთან, რომელსაც კეთილი ნებით სურს ხელი შეუწყოს მშვიდობის მიღწევას, მაგრამ ჩვენ შევწყვეტთ სამხედრო მოქმედებებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მოლაპარაკებები გამოიღებს მტკიცე და მდგრად შედეგს, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს მკაფიოდ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ადგილზე არსებული რეალობა“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა