სერგეი ლავროვი – რუსეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინიდან მომდინარე ტერორისტული საფრთხის ჩასახშობად

რუსეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინიდან მომავალი ტერორისტული საფრთხის რისკის ზრდის ჩასახშობად და ს მოქალაქეების დასაცავად, თუმცა ს ტერორისტული აქტივობის ფონზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის სიფხიზლის გაზრდა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„კიევის რეჟიმის მიერ ეს ტერორისტული მეთოდები ამა თუ იმ ფორმით, არა ისეთი შიშველი სახით, როგორც ბრიანსკის და კურსკის ოლქებში, თავიდანვე ხორციელდებოდა. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ადრე მოსახლეობის სიფხიზლის გაზრდას ვუწოდებდით“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, არსებობს ტერორისტული საფრთხის გაზრდის რისკები.
„ჩვენ ვხედავთ მათ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩავახშოთ და ზიანი არ მიაყენონ ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე – თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!

გია ვოლსკი – თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა – არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, არავითარი დანდობა!