სერგეი ლავროვი – უკრაინის ტერიტორიაზე ევროპელი სამშვიდობოების განთავსების ვარიანტებს არ განიხილავს

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ევროპელი სამშვიდობოების განთავსების ვარიანტებს არ განიხილავს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ რაიმე სახის ვარიანტებს ვერ განვიხილავთ. არ ვიცი, რა თქვა მაკრონმა, მან ვაშინგტონში თავისი როლი ძალიან დამაჯერებლად ითამაშა, მაგრამ ტრამპმა თქვა, როგორც ეს მე წავიკითხე, რომ სამშვიდობოების განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ორივე მხარის თანხმობით უნდა მოხდეს და როგორც ჩანს, ჩვენ და ს გულისხმობდა. ამის შესახებ ჩვენთვის არავის უკითხავს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ამასთან, ლავროვის თქმით, ომის ფრონტის ხაზზე გაყინვა არ მოხდება.
„იყო იდეები, მაგალითად, „მოდით, დავტოვოთ საკონტაქტო ხაზი – ეს რუსული იყოს, ეს კი უკრაინული“. პირველ რიგში, ეს არ მოხდება, რადგან ჩვენ კონსტიტუცია გვაქვს, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავს და მეორეც, რაც უკრაინისგან რჩება, რასისტული კანონებისგან ისიც უნდა გათავისუფლდეს“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – თუ ეს ისეა, როგორც გადმოსცემენ, მაშინ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმია – ვის აწყობდა ეს? ვის სჭირდებოდა ეს? ვვარაუდობ, რომ იმას, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის უკან დგას

გივი მიქანაძე – საქართველო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია – განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება