სერგეი ლავროვი – მზადაა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით კომპრომისები მოძებნოს, იმ პირობით, რომ უსაფრთხოების სფეროში მოსკოვის კანონიერი ინტერესები დაცული იქნება

რუსეთი მზადაა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით კომპრომისები მოძებნოს, იმ პირობით, რომ უსაფრთხოების სფეროში მოსკოვის კანონიერი ინტერესები დაცული იქნება. შესაბამისი განცხადება ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.
„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, მდგრადი შეთანხმება კომპრომისს წარმოადგენს. ჩვენ მზად ვართ კომპრომისები მოვძებნოთ, იმ პირობით, რომ ჩვენი კანონიერი უსაფრთხოების ინტერესები დაცული იქნება, ასევე ში მცხოვრები რუსი ხალხის კანონიერი ინტერესები და მსგავსი შეთანხმების სხვა მონაწილეების კანონიერი ინტერესები“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, „ს ადმინისტრაციას უკრაინის საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება სურს, რათა რუსეთთან ნორმალური ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების წინაშე არსებული დაბრკოლებები მოიხსნას“.
„ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას, იმიტომ, რომ ეს ბაიდენისა და მისი გუნდის მიერ ხელოვნურად შექმნილი ომია და ამჟამინდელი ადმინისტრაციის ფილოსოფიას არ ასახავს, მისი დღის წესრიგიდან ამოღება სურს, რათა ნორმალური ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სხვა სახის ურთიერთობების წინაშე არსებული დაბრკოლებები მოიხსნას. თუმცა, ესეც რთული იქნება, რადგან -ს ეკონომიკური საკითხების მოგვარების თავისებური მიდგომა აქვს“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს