სერგეი ლავროვი – მზადაა ითანამშრომლოს ქვეყნებთან, რომლებიც ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ

რუსეთი ყოველთვის ღიაა პატიოსანი და თანასწორი პარტნიორობისთვის იმ ქვეყნებთან, რომლებიც საკუთარი ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის ღია ვიქნებით პატიოსანი და თანასწორი პარტნიორობისთვის ყველასთან, ვინც ჩვენსავით ხელმძღვანელობს საკუთარი ეროვნული ინტერესებით და სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას გაერო-ს წესდების პრინციპების საფუძველზე აგებს,“- განაცხადა ლავროვმა.
მისი მტკიცებით, რუსეთი აგრძელებს განვითარებას, როგორც თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც დაინტერესებულია ფართო, დეპოლიტიზებული საერთაშორისო თანამშრომლობით.
„დღეს, როდესაც გლობალური ვითარება კვლავ დაძაბულია, მეცნიერებს, კულტურის მოღვაწეებსა და სპორტსმენებს შორის ხალხთაშორისი გაცვლა და დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიტუაციის გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება თანამშრომლობის საერთაშორისო ფორუმზე გააკეთა, რომელიც მოსკოვში 26-27 ოქტომბერს იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე იაკობი – ამ ბოლო ომს ბევრი განიცდის, თითქოს მანამდე ომი არ ყოფილიყო – პირველად მოხდა, რომ ქართველი ერი გონივრულად მოიქცა და მხარე არ გახდა – ვისი მხარე უნდა იყო: ოკუპანტის, თუ იმის, ვინც იჩაგრება, მაგრამ მისი ხელისუფლება გიტევს?