სერგეი ლავროვი – იმედოვნებს, რომ -ის პრეზიდენტი ერთგული დარჩება ში კრიზისის მოგვარების პრინციპების, რომლებიც ალასკაში რუსეთ-ამერიკის სამიტზე შეათანხმეს

რუსეთი იმედოვნებს, რომ -ის პრეზიდენტი ერთგული დარჩება ში კრიზისის მოგვარების პრინციპების, რომლებიც ალასკაში რუსეთ-ამერიკის სამიტზე შეათანხმეს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„უკრაინაში შეიარაღებულ კონფლიქტს სწორედ ნატო-ს ევროპელი წევრები ახანგრძლივებენ ს რეჟიმისთვის იარაღის მიწოდებით და მისთვის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის გაწევით. ევროპული ქვეყნების უმეტესობის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია დაარწმუნოს, უარი თქვას იდეაზე, რომელიც უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას მისი ძირეული მიზეზების მოლაპარაკებების მაგიდასთან აღმოფხვრის გზით ითვალისწინებს“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, ამის მიუხედავად, მოსკოვი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის კრიზისის მოგვარების მიმართ ერთგული დარჩება.
„თუმცა, ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი გულწრფელად ერთგული დარჩება უკრაინის კრიზისის მოგვარების და ანკორიჯის სამიტზე შემუშავებული პრინციპების მიმართ, რომლებიც ამერიკული წინადადებების საფუძველზე შემუშავდა“, – აღნიშნა ლავროვმა.