: რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვა, რომელიც ზელენსკიმ დააწესა, კვლავ მოქმედებს, დასკვნა თავად გამოიტანეთ

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, „კიევის რეჟიმი“ დასავლეთის დახმარების გარეშე განწირულია.

პროსამთავრობო „ტასსთან“ ინტერვიუში ლავროვი ამბობს, რომ , „ იძულებულია ზელენსკის „რეჟიმის“ მხრიდან მშვიდობის ნების ნაკლებობა აღნიშნოს“.

„მიუხედავად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის წარუმატებლობისა, დასავლეთი აგრძელებს კიევის იარაღით დახმარებას. მიმდინარეობს ნატოს იარაღის მიწოდება, მათ შორის კასეტურ საბრძოლო მასალებს და ურანის ჭურვებს აწვდიან.

ეგრეთ წოდებული რამშტაინის ფორმატი აგრძელებს მოქმედებას, რომლის ფარგლებშიც 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ყოველთვიურად განიხილავს კიევის მოთხოვნას სამხედრო აღჭურვილობის და დახმარების შესახებ.

არამეგობრული მთავრობების უმეტესობისთვის, რუსეთს ბრძოლის ველზე სტრატეგიული დამარცხება კვლავ პრიორიტეტად ითვლება. არც ვაშინგტონი და არც ბრიუსელი არ ამბობენ უარს კიევის რეჟიმის დახმარებაზე, რადგან ხვდებიან, რომ მათ გარეშე განწირულია. ჩვენ იძულებულნი ვართ აღვნიშნოთ ზელენსკის რეჟიმის მხრიდან მშვიდობის ნების ნაკლებობა“, – აღნიშნა ლავროვმა და დასძინა, რომ „ აგრესიულ რიტორიკას მიმართავს“.

„საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე რაიმე საუბარი არ არის. რუსეთის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების აკრძალვა, რომელიც ზელენსკიმ 2022 წლის 30 სექტემბერს დააწესა, კვლავ მოქმედებს. თავად გამოიტანეთ დასკვნები“, – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

“შვი­დი თვე დიდი ომი, ბო­რო­ტე­ბის­გან და­ხო­ცი­ლი ხალ­ხი… მეფე არ და­ე­ცე­მა”. ექ­სპერტთა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს სტრი­ქო­ნე­ბი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მიმ­დი­ნა­რე და­პი­რის­პი­რე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ აშშ-სა და ირანს შო­რის არ­სე­ბულ და­ძა­ბუ­ლო­ბას, ეს პროგ­ნო­ზი ბევ­რს ში­შის ზარს სცემს. “ფუტკრე­ბის გუნ­დი” – თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გია 500 წლის წინ? გან­სა­კუთ­რე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვია I:26 კატ­რე­ნი, სა­დაც ნოს­ტრა­და­მუ­სი წერს: “ფუტკრე­ბის დიდი გუნ­დი აღი­მარ­თე­ბა… ღა­მით კი – ჩა­საფ­რე­ბა”. ის­ტო­რი­კო­სე­ბი ამას ადრე შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ბრძო­ლებს უკავ­ში­რებ­დნენ, თუმ­ცა დღეს ინ­ტერპრე­ტა­ტო­რე­ბი ამა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე დრო­ნებს ხე­და­ვენ. უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის ზუ­ზუ­ნი და მათი “გუნ­დუ­რი” შე­ტე­ვე­ბი ღა­მის ცაზე ზუს­ტად იმე­ო­რებს ნოს­ტრა­და­მუ­სის მიერ აღ­წე­რილ სუ­რათს. მარ­სის გავ­ლე­ნა და “და­სავ­ლე­თის დუ­მი­ლი” კი­დევ ერთი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა მი­უ­თი­თებს პლა­ნე­ტა მარ­სის (ომის ღმერ­თის) პო­ზი­ცი­ა­ზე: “რო­დე­საც მარ­სი თა­ვის გზას ვარ­სკვლა­ვებს შო­რის იპო­ვის… სამი ცე­ცხლი აღი­მარ­თე­ბა აღ­მო­სავ­ლე­თი­დან, მა­შინ როცა და­სავ­ლე­თი სი­ჩუ­მე­ში და­კარ­გავს სი­ნათ­ლეს”. ას­ტრო­ლო­გი­უ­რი გათ­ვლე­ბით, 2026 წელი სწო­რედ ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც გლო­ბა­ლუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის რის­კი პიკს აღ­წევს. “სამი ცე­ცხლი აღ­მო­სავ­ლე­თი­დან” შე­საძ­ლოა მი­უ­თი­თებ­დეს სამ დიდ კონ­ფლიქტზე ან ალი­ანსზე, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო წეს­რიგს შეც­ვლის. რა­ტომ ახლა? ნოს­ტრა­და­მუ­სის სა­ხე­ლი ყო­ველ­თვის მა­შინ ამო­ტივ­ტივ­დე­ბა ხოლ­მე, როცა მსოფ­ლიო კრი­ზი­სის წი­ნა­შე დგე­ბა. მას მი­ა­წე­რენ 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტის, პრინ­ცე­სა დი­ა­ნას სიკ­ვდი­ლი­სა და პან­დე­მი­ე­ბის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა­საც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სკეპ­ტი­კო­სე­ბი მის ნა­წე­რებს “ბუნ­დო­ვან სიმ­ბო­ლიზმს” უწო­დე­ბენ, მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე – რო­დე­საც აშშ-სა და ირა­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა პიკს აღ­წევს – მე-16 სა­უ­კუ­ნის ას­ტრო­ლო­გის სი­ტყვე­ბი ბევ­რის­თვის სას­ტიკ გაფრ­თხი­ლე­ბად ჟღერს.