სერგეი ლავროვი – პუტინი მზად არის ზელენსკის შეხვდეს, როდესაც დღის წესრიგი მზად იქნება, მაგრამ ეს დღის წესრიგი საერთოდ არ არის მზად

რუსეთის პრეზიდენტი, მზადაა, უკრაინის პრეზიდენტ ს შეხვდეს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაბამისი დღის წესრიგი მზად იქნება, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინი მზადაა შეხვდეს ზელენსკის, როდესაც სამიტის დღის წესრიგი მზად იქნება, მაგრამ ეს დღის წესრიგი საერთოდ არ არის მზად“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, ბლოკავს სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ პროგრესს და რომ რუსეთი დათანხმდა „მოქნილობის“ გამოვლენას იმ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ტრამპმა პუტინთან ალასკაში წამოჭრა.
„როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ეს საკითხები წამოჭრა, ყველასთვის ძალიან ნათელი იყო, რომ არსებობს რამდენიმე პრინციპი, რომლებიც ვაშინგტონის აზრით, უნდა იქნას მიღებული, მათ შორის უკრაინის ნატო-ში არ გაწევრიანება, ტერიტორიული საკითხების განხილვა და ზელენსკიმ ყველაფერზე უარი თქვა“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, ზელენსკიმ რუსული ენის ამკრძალავი კანონმდებლობის გაუქმებაზეც კი უარი თქვა.
„როგორ შეგვიძლია შევხვდეთ ადამიანს, რომელიც ლიდერობაზე პრეტენზიას აცხადებს?“ – აღნიშნა ლავროვმა.