სერგეი ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალთან ურთიერთობაზე – 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება

გავაგრძელებთ სამხრეთ ოსეთის დახმარებას, 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან, ახსარ ჯიოევთან შეხვედრისას განაცხადა.
„მინდა დავადასტურო, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან, ჩვენს ახლო მეგობარსა და მოკავშირესთან ურთიერთობების მნიშვნელობა. ეს პარტნიორობა სტრატეგიული ხასიათისაა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სოციალურ-ეკონომიკური სფეროსა და სხვა სფეროების განვითარებაში, სახელმწიფოს გაძლიერებაში, როგორც ეს გათვალისწინებულია ორმხრივი შეთანხმებებით. ჩვენთვის აქ ერთადერთი გზა არსებობს წინსვლის გზა – 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“, – განაცხადა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ