სერგეი ლავროვი მოითხოვს, რომ აშშ-მ უკრაინას შეთანხმების პატივისცემა “უბრძანოს”

აშშ-ს თეთრმა სახლმა 25 მარტს განაცხადა, რომ 23-25 მარტს -სთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, და თანახმა არიან, შავ ზღვაში უსაფრთხო მიმოსვლა აღდგეს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება და აღკვეთონ სამხედრო მიზნებისთვის სავაჭრო გემების გამოყენება.

თუმცა, რუსული მხარის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ს ვერ ენდობიან და, შესაბამისად, შავ ზღვაზე შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერენ ხელს, თუ აშშ უკრაინას “უბრძანებს”, შეთანხმებას პატივი სცეს.

“ჩვენ გვჭირდება ნათელი გარანტიები. და მხოლოდ კიევთან შეთანხმებების მხრივ სამწუხარო გამოცდილებიდან გამომდინარე, გარანტიები შესაძლებელია, მხოლოდ ზელენსკისა და მისი გუნდის მიმართ ვაშინგტონის მხრიდან ბრძანების შედეგი იყოს, რომ ერთი რამ გააკეთონ, და არა – მეორე”. – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

პარალელურად, თეთრი სახლის განცხადების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შავ ზღვასა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაუყოვნებლივ შედის ძალაში.

მან ასევე პუტინი გააფრთხილა, რომ იგი აშშ-ს პრეზიდენტს რუსეთზე ახალი სანქციების დაწესებასა და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას სთხოვს იმ შემთხვევაში, თუ რუსული მხარე შეთანხმებას დაარღვევს.

ცნობისთვის, თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადებების მიხედვით, 23-25 მარტს აშშ-სთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინა და რუსეთი თანახმა არიან, შავ ზღვაში უსაფრთხო მიმოსვლა აღდგეს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება და აღკვეთონ სამხედრო მიზნებისთვის სავაჭრო გემების გამოყენება.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმაც დაადასტურა.

უმეროვის თქმით, უკრაინული მხარე ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის მიღმა რუსეთის მხრიდან საკუთარი სამხედრო ხომალდების ნებისმიერი სახით გადაადგილება, შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება.

აშშ-სა და უკრაინის მხარე ასევე შეთანხმდნენ, რომ აშშ ერთგული რჩება, დაეხმაროს უკრაინას ომის ტყვეების გაცვლაში, დაკავებული მოქალაქეების გამოშვებაში და ძალით რუსეთში გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების უკან დაბრუნებაში.

თავის მხრივ, აშშ რუსეთთან შეთანხმდა, რომ ხელს შეუწყობს რუსეთს, წვდომა აღიდგინოს მსოფლიო ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქის ექსპორტისთვის, შეამციროს საზღვაო სადაზღვევო ხარჯები, და გააუმჯობესოს პორტებსა და საგადასახადო სისტემებზე წვდომა მსგავსი ტრანზაქციებისთვის.

წყარო