სერგეი ლავროვი – კაია კალასმა და მარკ რუტემ პირდაპირ განაცხადეს, რომ მხოლოდ იმ შეთანხმების მხარდაჭერა შეუძლიათ, რომელიც უკრაინას გააძლიერებს, გამარჯვებულს გახდის – არა მგონია, რომ ეს იყოს ის, რაც პრეზიდენტ ტრამპს სურს

უკრაინის რეჟიმს ევროპული დედაქალაქებისა და ბაიდენის ადმინისტრაციის ძლიერი მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ გსურთ ცეცხლის შეწყვეტა იმისთვის, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააგრძელო, მაშინ რა არის თქვენი მიზანი? იცით რა თქვეს კაია კალასმა და მარკ რუტემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ მათ მხოლოდ იმ შეთანხმების მხარდაჭერა შეუძლიათ, რომელიც საბოლოო ჯამში უკრაინას გააძლიერებს, გამარჯვებულს გახდის. ასე რომ, თუ ეს არის ცეცხლის შეწყვეტის მიზანი, არა მგონია, რომ ეს იყოს ის, რაც პრეზიდენტ ტრამპს სურს. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ევროპელებს, ზელენსკისთან ერთად, სურთ პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივიდან“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ