– თითქმის მთელი ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ნაცისტური დროშის ქვეშ ომს აწარმოებს და მხარს უჭერს ზელენსკის ღიად ანტირუსულ რეჟიმს, რომელიც ნაცისტური დივიზიის შევრონებიან მებრძოლებს ხორცსაკეპ მანქანაში ყრის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თითქმის მთელი ევროპა ნაცისტური დროშის ქვეშ რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს და მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკის ანტირუსულ რეჟიმს.
„ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დიდი სამამულო ომისა და მეორე მსოფლიო ომის გმირების ხსოვნის შენარჩუნება, რომლებმაც მოგვცეს მომავალი და ამჟამინდელი განვითარება და, დარწმუნებული ვარ, განვითარება მომავალი მრავალი ათწლეულისა და საუკუნის განმავლობაში, არამედ ისიც, რომ გვახსოვდეს დიპლომატიური გამოცდილება, იმ მოვლენების დიპლომატიური გაკვეთილები. ეს გაკვეთილები ფასდაუდებელია, მათ შორის და განსაკუთრებით ამჟამინდელ სიტუაციაში, როდესაც თითქმის მთელი ევროპა კვლავ ომს აწარმოებს ჩვენს წინააღმდეგ, იარაღისა და ნაცისტური დროშების ქვეშ“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, ევროპა ახლა მხარს უჭერს ზელენსკის ღიად ანტირუსულ რეჟიმს, რომელიც ნაცისტური დივიზიის შევრონებიან მებრძოლებს ხორცსაკეპ მანქანაში ყრის და რუსეთისთვის ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხის მიყენებით იმუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ