სერგეი ლავროვი – ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის მოლოდინი არ გაამართლა – დროა, გააცნობიერონ ომის ჩიხი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაიწყეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებით, მ დასავლეთი მოლოდინები არ გაამართლა.
მისი მტკიცებით, მოსკოვს ესმის საუბრები იმის შესახებ, რომ დროა ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნებმა ს დახმარება შეუმცირონ.
„ეს არ არის მხოლოდ საუბარი. ზელენსკის რეჟიმის მხარდასაჭერად ფულის მოძიებასთან დაკავშირებით სირთულეები უკვე იქმნება როგორც ევროპაში, ასევე შეერთებულ შტატებში. ზელენსკის რეჟიმმა აშკარად არ გაამართლა მოლოდინი, აშკარად ვერ ითამაშა იმ ინსტრუმენტის როლი, რომელიც ს ფედერაციის უსაფრთხოებას ძირს გამოუთხრიდა და მოსპობდა ყველაფერს რუსულს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ეს რეჟიმი აკონტროლებს“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, დროა, ნატო-მ და ევროკავშირმა გააცნობიერონ, რომ ომი, რომელიც მათ ზელენსკის რეჟიმის ხელით წამოიწყეს, ჩიხურ მდგომარეობაშია.
„თქვენ გესმით შეფასებები, რომელსაც ნატო-სა და ევროკავშირში საღი გონების პოლიტიკოსები აჟღერებენ. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. დროა გააცნობიერონ ომის სრული ჩიხი, რომელიც ზელენსკის რეჟიმის ხელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაიწყეს”, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კაჭარავა – თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს