სერგეი ლავროვი – მზად არის, შეხვდეს ზელენსკის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა განსახილველი საკითხი უმაღლეს დონეზე იქნება დამუშავებული

ვლადიმერ პუტინი მზად არის, შეხვდეს ზელენსკის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა განსახილველი საკითხი უმაღლეს დონეზე იქნება დამუშავებული, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენმა პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა შეხვედრისთვის, მათ შორის ბატონ ზელენსკისთან, იმ პირობით, რომ ყველა საკითხი, რომელიც უმაღლეს დონეზე განხილვას მოითხოვს, კარგად იქნება დამუშავებული, ხოლო ექსპერტები და მინისტრები შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქმე რაიმე სახის შეთანხმებების ხელმოწერამდე მივა, მაშინ უკრაინული მხრიდან ხელმომწერების ლეგიტიმურობის საკითხი წამოიჭრება.
„თუკი საქმე მომავალი შეთანხმებების ხელმოწერამდე მივა, მაშინ იმ პირის ლეგიტიმურობის საკითხი უნდა გადაწყდეს, ვინც შეთანხმებებზე ხელს უკრაინის მხრიდან მოაწერს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას