რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეფონის ყურმილი აიღო, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაურეკა, რადგან ის არასდროს ამბობს უარს დიალოგზე ოპორტუნისტული იდეოლოგიური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„იცით, მგონი პასუხი აშკარაა. პასუხი იმ პრინციპებშია, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ის ჭეშმარიტად თავაზიანი ადამიანი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია, რომელიც არასდროს ამბობს უარს დიალოგზე რაღაც ოპორტუნისტული იდეოლოგიური ინსტინქტების დასაკმაყოფილებლად“, – აღნიშნა ლავროვმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რატომ პასუხობენ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, როდესაც ის მოსკოვში რეკავს.
მისი თქმით, კრემლმა სატელეფონო საუბრის შინაარსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „ყველაფერი დანარჩენი დიპლომატიური ტრადიციის საკითხია“, – დასძინა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა 1-ელ ივლისს ტელეფონით ისაუბრეს.
