სერგეი ლავროვი – ვერ დავთანხმდებით იმას, რომ უსაფრთხოების საკითხები რუსეთის გარეშე გადაწყდეს, ეს არ გამოვა – საკუთარ ინტერესებს გადაჭარბებით არ აღნიშნავს, მაგრამ ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესებს მტკიცედ დავიცავთ

რუსეთის გარეშე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების განხილვას აზრი არ აქვს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ ვერ დავთანხმდებით იმას, რომ უსაფრთხოების, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების საკითხები რუსეთის ფედერაციის გარეშე გადაწყდეს. ეს არ გამოვა. არაერთხელ განვმარტეთ, რომ საკუთარ ინტერესებს გადაჭარბებით არ აღნიშნავს, მაგრამ ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესებს მტკიცედ და მკაცრად დავიცავთ. დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთში, პირველ რიგში კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მშვენივრად ესმით, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხების სერიოზულად განხილვა რუსეთის ფედერაციის გარეშე უტოპიას და არსაითკენ მიმავალ გზას წარმოადგენს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთი მხარს უჭერს იმას, რომ ევროპის მხრიდან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები საიმედო იყოს.
„რაც შეეხება ინფორმაციას, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებას გეგმავენ, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ ეს გარანტიები რეალურად საიმედო იყოს“, – აღნიშნა ლავროვმა.
ლავროვის განცხადებით, „რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოგვარების პოლიტიკური ასპექტები განიხილოს“.
„მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს დღის წესრიგში არსებული საკითხების უფრო კონკრეტულად განსახილველად ჩვენმა მომლაპარაკებლებმა სამი სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადება წამოაყენეს. კერძოდ, ჯგუფები სამხედრო, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ საკითხებზე. ჯერჯერობით უკრაინისგან პასუხი არ მიგვიღია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან