სერგეი ლავროვი – ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ვისაუბრეთ – ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებით, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზები განიხილა.
„ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ იქნება შესაძლებელი ში კონფლიქტის მოგვარება“, – განაცხადა ლავროვმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ამ მხრივ, ს პოზიცია ნათელია.
„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა მის მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის და იმ პრინციპებისთვის, რომელთა უგულებელყოფა არ შეიძლება, თუ გვინდა საიმედოდ გადავწყვიტოთ ეს კონფლიქტი, აღმოვფხვრათ მისი ძირითადი მიზეზები“, – დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, რუსეთი მზად არის და გააგრძელებს უკრაინის საკითხი განხილვას შეერთებულ შტატებთან და ყველა იმ ქვეყანასთან, ვინც მზად არის ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოგვარებას.
„რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ და მზად ვართ ვიმსჯელოთ უკრაინის საკითხზე ყველასთან, ვინც გულწრფელად არის დაინტერესებული დახმარების გაწევით“, – განაცხადა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე საგამოძიებო კომისიაზე – საზოგადოებამ უნდა გაიხსენოს, რაც არის დაკავშირებული წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან – არ შეიძლება, ასეთი პოლიტიკური ძალები დარჩეს პოლიტიკურ სპექტრში

ირაკლი კობახიძე – დონალდ ტრამპმა პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი” ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ რუსეთი და დასავლეთი