სერგეი ლავროვი – ევროკავშირი რუსეთთან ომისთვის მომზადების გეგმებს არ მალავს – ის მშვიდობის მთავარ დაბრკოლებად იქცა

ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მომზადების გეგმებს, ბრიუსელი მშვიდობის მიღწევის მთავარ დაბრკოლებად იქცა, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ, ევროპა და ევროკავშირი მშვიდობის მთავარი დაბრკოლება გახდნენ. ისინი არ მალავენ რუსეთთან ომისთვის მომზადების გეგმებს“, – აღნიშნა ს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამ კონტექსტში მან გაიხსენა, რომ ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა სცადა მიეღო გადაწყვეტილება ბელგიაში გაყინული რუსული სავალუტო რეზერვების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.
„ევროკავშირმა სცადა მიეღო გადაწყვეტილება ბელგიაში გაყინული რუსული სავალუტო რეზერვების ზელენსკის რეჟიმისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს არ გამოუვიდა“, – განაცხადა ლავროვმა.