სერგეი ლავროვი – ევროკავშირის მიერ ოფიციალური პირებისთვის 9 მაისს მოსკოვში გამგზავრების აკრძალვა ნაციზმის განახლებაა – ამას არ შეეგუება

ევროკავშირის სურვილი, 9 მაისს ზოგიერთი ევროპული ქვეყნის პოლიტიკოსებს, მათ შორის სახელმწიფო ლიდერებს, რუსეთში ჩასვლა აუკრძალოს, ნაციზმის იდეოლოგიის აღდგენის მცდელობაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„არ არსებობს სიტყვა, რომელიც ამ მოვლენას დაახასიათებდა. ახლა ირონიულად არ ვსაუბრობ, გონებისთვის გაუგებარია, თუ როგორ ღიად სურს ევროკავშირს ნაციზმის ევროპული იდეოლოგიის განახლება“, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, ამას არ შეეგუება და ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ ნაციზმის ამ იდეოლოგია „თავი არ წამოწიოს“ და განადგურდეს, ევროპა კი თავის ღირებულებებს დაუბრუნდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ცისკარიშვილი: ამ არალეგიტიმურებთან რა გვაქვს სადებატო მაშინ, როდესაც ამდენი პოლიტპატიმარი უზით ციხეში. ეს ხალხიც გამოვიდეს, ნორმალურ რელსებზე დაბრუნდეს ქვეყანა და მერე იყოს ეს პოლიტიკური რინგი