სერგეი ლავროვი – დროა, კიევის რეჟიმმა დედამიწაზე არსებული რეალობა აღიაროს

დროა, ს რეჟიმმა დედამიწაზე არსებული რეალობა აღიაროს და დასავლეთმა თავისი არაპერსპექტიული მიზნებისთვის უკრაინის მსხვერპლად შეწირვა შეწყვიტოს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„დროა, კიევის რეჟიმმა აღიაროს დედამიწაზე არსებული რეალობა. იმედი მაქვს, რომ ეს გზავნილი, რომელიც არაერთხელ განმეორდა, მიიღება და დასავლეთი მიხვდება, რომ დროა შეწყვიტოს უკრაინის მსხვერპლად შეწირვა მისი აბსოლუტურად უშედეგო მიზნებისთვის“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთმა კარგად იცის, რა შესაძლებლობებიც აქვს.
„შესანიშნავად გვესმის ის შესაძლებლობები, რაც გვაქვს, მათ შორის უკრაინის ირგვლივ სიტუაციის განვითარების ყველა შემთხვევა“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ