სერგეი ლავროვი – რუსეთსა და ს შორის მოლაპარაკებების გაგრძელებით არის დაინტერესებული

დონალდ ტრამპი რუსეთსა და ს შორის მოლაპარაკებების გაგრძელებით არის დაინტერესებული, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ეს მისი ომი არ არის. ის რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გაგრძელებით არის დაინტერესებული. ეს, ზოგადად, მისი და პრეზიდენტ პუტინის ერთობლივი ინიციატივა იყო“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდს უმასპინძლოს.
„ჩვენ მზადყოფნა ადრეც გამოვხატეთ, რომ ასეთ ღონისძიებას ვუმასპინძლოთ და ამისთვის ნებისმიერ დროს მზად ვართ. გულწრფელად რომ ვთქვა, ამას ჩვენს მოვალეობად მივიჩნევთ. ჩვენ გვსურს, რომ ორივე მხარემ შეთანხმებას მიაღწიოს“, – აღნიშნა ფიდანმა.
ლავროვის თქმით, „სტამბოლი ძალიან კარგია“.
„რაც შეეხება რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, მე კვლავ ჩვენს თურქ მეგობრებს მივმართავდი. სტამბოლი ძალიან კარგია“, – განაცხადა ს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს