სერგეი ლავროვი „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დასასწრებად იოჰანესბურგში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დასასწრებად იოჰანესბურგში ჩავიდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ს საგარეო უწყების პრესსპიკერის, ს განცხადებით, მინისტრი პლენარულ სხდომებზე ისაუბრებს, სადაც საერთაშორისო ვითარების დეტალურ ანალიზს წარადგენს.
ამასთან, ზახაროვას თქმით, მუშავდება ღონისძიების ფარგლებში ლავროვსა და კოლეგებს შორის კონტაქტებიც.
ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარეობა ბრაზილიიდან სამხრეთ აფრიკას გასული წლის 1-ელ დეკემბერს გადაეცა. მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან კი „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარეობას, ერთი წლით, შეერთებული შტატები გადაიბარებს.