სერგეი ლავროვი – დასავლეთი საქართველოში ფერადი რევოლუციის მოწყობას ცდილობს

კოლექტიური დასავლეთი შიდა კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს და საქართველოში ფერადი რევოლუციის გაჩაღებას ცდილობს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დსთ-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების სააგენტოებისა და სადაზვერვო სამსახურების მეთაურთა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„კოლექტიური დასავლეთი შიდა კონფლიქტების, დაძაბულობის კერების პროვოცირებას ახდენს, არ ეთაკილება სხვადასხვა ბინძური გეოპოლიტიკური ტექნოლოგიები – ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ომების მოწყობიდან დაწყებული ფერადი რევოლუციების პირდაპირი გაჩაღებით დამთავრებული, როგორც ამას ახლა საქართველოში ცდილობენ“, – აღნიშნა ლავროვმა.
შეგახსენებთ, იმავე შეხვედრაზე ს საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ თბილისი ფერადი რევოლუციის მორიგი მცდელობის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინაშე დგას და იმედი აქვს, რომ დასავლეთის ეს მცდელობა ჩაიშლება.