სერგეი ლავროვი – დასავლეთი იწყებს იმის გაგებას, რომ უკრაინისგან მხოლოდ ნაწილი დარჩება

დასავლური ქვეყნები იწყებენ იმის გაგებას, რომ უკრაინისგან მხოლოდ ნაწილი დარჩება და ზოგიერთი მათგანი ამბობს: „მოდით, ახლავე გავჩერდეთ და ეს ნაწილი ნატო-ში მივიღოთ“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„როდესაც ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, მათ დაიწყეს საუბარი : „ ნატო-ში უნდა მიგვეღო, მაშინ მას თავს არ დაესხმებოდა“ – ეს იყო მათი გზავნილი. ახლა კი სიტუაციის განვითარების ეს სცენარისტები იწყებენ იმის გაგებას, რომ უკრაინისგან მხოლოდ რაღაც ნაწილი დარჩება და ამბობენ: „მოდით, ახლავე გავჩერდეთ და მივიღოთ ეს ნაწილი ნატო-ში“. სხვები კი ამბობენ: „არ შეიძლება გაჩერება, პუტინი უნდა დავასრულოთ, რადგან თუ ის არ დამთავრდება, ყველას თავს დაესხმება“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი დასავლეთის მხრიდან „კონფრონტაციული ლოგიკაა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან