მოსკოვს სჭირდება გარანტიები, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შედეგებს გამოიღებს და ჩვენი ქვეყანა ამისთვის მზადაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, მოსკოვი ელის, რომ ვაშინგტონი უკრაინაში კონფლიქტის გრძელვადიან დარეგულირებას დაუჭერს მხარს.
„რა თქმა უნდა, გასაკვირი იყო, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოულოდნელად დაუბრუნდა უკვე „შემუშავებულ“ პოზიციებს, რომელიც ასახავს მხოლოდ ევროპელებისა და ზელენსკის რეჟიმის გაცხარებულ სურვილს, მიიღონ პაუზა კიევის „სტრუქტურების“ – „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და კიევის რეჟიმის ყველა სხვა კომპონენტების – იარაღით „დატუმბვის“ გაგრძელების მიზნით,“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლავროვმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ტრამპს სურს ჭეშმარიტად მდგრადი მშვიდობა და არა კიევის რეჟიმისთვის იარაღისა და ფულის მიწოდების პირობების შექმნა, რათა მან განაგრძოს ძალისხმევა, „რუსეთის წინააღმდეგ ომში ევროპელების იარაღი იყოს“.




