სერგეი ლავროვი ბრაზილიაში ჩავიდა, სადაც “დიდი ოცეულის“ შეხვედრას დაესწრება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრაზილიაში ჩავიდა, სადაც “დიდი ოცეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მანამდე, ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლავროვი სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს რუსეთის შეფასებებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარი გამოწვევების, მათი შიდა მიზეზებისა და დინამიკის შესახებ, ასევე ამ პრობლემების ეფექტურად დასაძლევად გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ლავროვს დაგეგმილი აქვს რამდენიმე შეხვედრა კოლეგებთან „განვითარებადი ბაზრის მქონე ქვეყნებიდან“.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა – არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, არავითარი დანდობა!

დიმიტრი სამხარაძე – თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!