სერგეი ლავროვი – -ს უკრაინის შესახებ დამატებითი წინადადებები გადავეცით

აშშ-ს უკრაინის შესახებ დამატებითი წინადადებები გადავეცით, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ ამერიკელებთან მიღწეული გაგების საფუძველზე მუშაობას ვაგრძელებთ. ანკორიჯში მიღწეული გაგების საფუძველზე ჩვენს ამერიკელ კოლეგებს ახალი წინადადებები გადავეცით, რომლებიც უსაფრთხოების გარანტიებს ეხება. ჩვენ გვესმის, რომ უსაფრთხოების გარანტიების განხილვა მხოლოდ უკრაინით არ უნდა შემოიფარგლებოდეს“, – განაცხადა ლავროვმა.
ასევე, მისი თქმით, „ ნეიტრალურ, არაბირთვულ და ალიანსის გარეშე სტატუსს უნდა დაუბრუნდეს“.
„ალასკაზე სამიტის წინ სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მოსკოვში იმყოფებოდა და წინადადებები ჩამოიტანა, რომლებიც ანკორიჯის შეთანხმებებს საფუძვლად დაედო. ამ შეთანხმებების არსი იმაში მდგომარეობს, რომ თავისი სახელმწიფოებრიობის ნეიტრალურ, არაბირთვულ და ალიანსის გარეშე საფუძველებს უნდა დაუბრუნდეს. სწორედ ეს პრინციპებია დაფიქსირებული 1990 წლის 16 ივლისის უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაციაში“, – აღნიშნა ს საგარეო საქმეთა მინისტრმა.