სერგეი ლავროვი – ამერიკული იარაღი უკვე გამოიყენება რუსეთში სხვადასხვა ობიექტის წინააღმდეგ – ეს ვაშინგტონის სინდისზეა

ამერიკული იარაღი უკვე გამოიყენება ს ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტის ში კონფლიქტის ზონის გარეთ, ეს ვაშინგტონის სინდისზეა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ამერიკულ იარაღს უკვე იყენებენ კონფლიქტის ზონის მიღმა სხვადასხვა ობიექტზე, ამიტომაც, ის, რომ ამერიკელები ცდილობენ გააკეთონ დამამშვიდებელი განცხადებები თავიანთი საზოგადოებრივი აზრისთვის ან ნატო-ს წევრებისთვის ან აჩვენონ, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ჩემი აზრით, ხრიკია“, – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.
მისი მტკიცებით, ამერიკული და სხვა დასავლური იარაღების გამოყენებით თავდასხმები ხორციელდება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე, პირველ რიგში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ კვარტლებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს