სერგეი ლავროვი – ამერიკული იარაღი უკვე გამოიყენება რუსეთში სხვადასხვა ობიექტის წინააღმდეგ – ეს ვაშინგტონის სინდისზეა

ამერიკული იარაღი უკვე გამოიყენება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტის უკრაინაში კონფლიქტის ზონის გარეთ, ეს ვაშინგტონის სინდისზეა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ამერიკულ იარაღს უკვე იყენებენ კონფლიქტის ზონის მიღმა სხვადასხვა ობიექტზე, ამიტომაც, ის, რომ ამერიკელები ცდილობენ გააკეთონ დამამშვიდებელი განცხადებები თავიანთი საზოგადოებრივი აზრისთვის ან ნატო-ს წევრებისთვის ან აჩვენონ, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ჩემი აზრით, ხრიკია“, – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.
მისი მტკიცებით, ამერიკული და სხვა დასავლური იარაღების გამოყენებით თავდასხმები ხორციელდება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე, პირველ რიგში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ კვარტლებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?