რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრიდან დევნის:
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაასანქცირა “Лукойл” და “Роснефть”, რაც ბაიდენის მემკვიდრეობა არ არის… აშშ მიესალმებოდა და მიესალმება იმას, რომ რუსეთის გაძევება ხდება ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე. სერბეთიდანაც გვაძევებენ. ამაში ამერიკელებს უკვე თავიანთი წვლილი შეაქვთ. ჯოზეფ ბაიდენმა დაიწყო, ტრამპი კი ამთავრებს. ეს არის ღია პრეტენზია ენერგეტიკულ დომინირებაზე მთელ მსოფლიოში, ყველა რეგიონში. ბაზრებიდან გამოდევნის შემდეგ მხოლოდ ჩვენი საკუთარი ტერიტორია დაგვრჩება…
ამერიკელები მოვლენ და გვეტყვიან, რომ ჩვენთან თანამშრომლობა სურთ. მაგრამ თუ ჩვენ მზად ვართ ჩვენს ტერიტორიაზე განვახორციელოთ ურთიერთხელსაყრელი პროექტები და ამერიკელებს მივაწოდოთ ის, რაც მათ აინტერესებთ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით, მაშინ მათაც უნდა გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესები. ჯერჯერობით ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ეს უჩვეულო სიტუაციაა – დაბრუნება იმ პერიოდში, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობების არანაირი ჩარჩო არ არსებობდა. პირდაპირ ითქვა შეერთებული შტატების ინტერესი ნებისმიერ საერთაშორისო შეთანხმებაზე მაღლა დგას“ | განაცხადა ლავროვმა გადაცემაში გავიხსენოთ ყველაფერი




