სერგეი ლავროვის განცხადება პოზიტიურია, თუმცა ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა პარალელურად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიიდან ჯარის გაყვანა

სერგეი ლავროვის განცხადება პოზიტიურია, თუმცა ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა პარალელურად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიიდან ჯარის გაყვანა
რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას ამასთან დაკავშირებით, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, დამფუძნებელმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ვრცლად ისაუბრა და პირდაპირ ვიტყვი, რომ ალტერნატივა არა აქვს იმას, რომ მოხდეს ურთიერთშერიგება. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთპატიებით. ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ გავაანალიზოთ წარსული, ასევე შეცდომები რა გვაქვს დაშვებული, არ უნდა მოგვერიდოს ამის, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, მ ჟურნალისტის შეკითხვას, ს საგარეო საქმეთა მინისტრის ს განცხადების თაობაზე.
მისივე თქმით, სერგეი ლავროვის განცხადება პოზიტიურია, თუმცა ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა პარალელურად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიიდან ჯარის გაყვანა.
„ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარალელურ სამყაროში ცხოვრებას, რომელსაც კოლექტიური რადიკალური „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მეპატრონეებით ქმნიან და სურვილი აქვთ, რომ ამ რაღაც ბოროტებაში ვიყოთ ჩაფლული. რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება აფასებს პოზიტიურად აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება და ხელს შეუწყობს იმას, რომ მოხდეს შერიგება, ეს რა თქმა უნდა პოზიტიურია, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა პარალელურად უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითისთვის, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია, დღეს არის რუსი სამხედროები განთავსებული და სამხედრო ბაზები, ამ განცხადებებთან ერთად, პარალელურად კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ოს და აფხაზ და-ძმებთან დაბრუნდეს რწმენა ერთმანეთის მიმართ და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთმიტევებით შესაძლებელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „მოსკოვი მზად არის, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ თავად ისინი იქნებიან დაინტერესებულნი, მათ შორის ეს ეხება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფას“.

ასევე დაგაინტერესებთ

მას შემდეგ, რაც ეს პატივცემული გვამი საქართველოში იმყოფებოდა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები დაგვიწუნა, რადიკალების აქციაზეც მივიდა და ხელისუფლების დამხობა წაახალისა, ბაქოში ჩაბრძანდა და ფოტოც გამოჭიმა

წინასაარჩევნო პერიოდში, “ქართული ოცნება” ქართველ ხალხთან აწარმოებდა კამპანიას, ხოლო, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მორიგი დავალების მისაღებად უცხოეთში იყვნენ, შედეგმაც არ დააყოვნა: 4 ოქტომბერს დაწყებული არჩევნები, 4 ოქტომბერს დასრულდა “ქართული ოცნების” გამარჯვებით

ელინა ვალტონენის ყოფნა ცარიელ, უკანონოდ გადაკეტილ რუსთაველზე, საკუთარ ელჩთან ერთად, იყო არადიპლომატიური ნაბიჯი და უდიდესი უპატივცემულობა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ, მინდა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო იმ ღირსეული საქციელისთვის, რასაც მასთან შეხვედრის გაუქმება ჰქვია