სერგეი ლაგოდინსკი – ვიმეორებ ჩვენს მოწოდებას: დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, რომელმაც ერთი სილის გაწვნისთვის პატიმრობაში 200 დღეზე მეტი გაატარა – საქართველოს მმართველმა პარტიამ დევნის გზა უნდა მიატოვოს

ვიმეორებ ჩვენს მოწოდებას: დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, რომელმაც ერთი სილის გაწვნისთვის პატიმრობაში 200 დღეზე მეტი გაატარა, – ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი, სერგეი ლაგოდინსკი X-ზე წერს.
„მზია ამაღლობელს ახლახან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როგორც ევროპარლამენტარი და ევრონესტის თანათავმჯდომარე, ვიმეორებ ჩვენს მოწოდებას: დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, მამაცი ჟურნალისტი, რომელმაც ერთი სილის გაწვნისთვის პატიმრობაში 200 დღეზე მეტი გაატარა. მისი სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში, საქართველოს ხელისუფლება უფრო მკაცრად მოქმედებს: საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ აქტივებს ართმევს“, – წერს ლაგოდინსკი.
მისი თქმით, „საქართველოს მმართველმა პარტიამ სისხლისსამართლებრივი დევნის გზა უნდა მიატოვოს და მედიის თავისუფლებას პატივი სცეს“.
ცნობისთვის, ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა “ბათუმელების” დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა.
კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
მოსამართლემ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.