სერბეთში რიგგარეშე საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი მიმდინარეობს. მოსახლეობამ პარლამენტთან ერთად 60 ქალაქის მერი უნდა აირჩიოს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის კონკურენტი პროევროპული ოპოზიციური კოალიციაა. სერბეთის პარლამენტში სულ 250 ადგილია.
არჩევნებამდე გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებით, გაერთიანებული პროევროპული კოალიცია “სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ” მხარდამხარ მისდევს პრეზიდენტის კოალიციას, “ალექსანდარ ვუჩიჩი – ბელგრადი არ უნდა შეჩერდეს.”