სერბეთში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება

სერბეთში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება.
დემონსტრანტები ამჯერად სერბეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ კრაგუევაცში შეიკრიბნენ.
სტუდენტების მიერ ორგანიზებულ პროტესტებში მასწავლებლები, იურისტები და სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
ამასთან, ოპოზიციური პარტიები და უფლებადამცველი ორგანიზაციები სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს და მის პარტიას ამომრჩეველთა მოსყიდვაში, მედიის თავისუფლების შეზღუდვაში, ოპონენტების მიმართ ძალადობასა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში ადანაშაულებენ.
სერბეთში, უკვე ორი თვეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციები დაიწყო ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც სადგურის ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტრაგედიის მიზეზი სამთავრობო კორუფცია და ნეპოტიზმი გახდა, რის გამოც ნაგებობა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით არ იქნა აგებული. ისინი მოითხოვენ სწრაფ გამოძიებას და მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებას სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს